„სირია ნანგრევებად იქცევა… ვერავინ შეაჩერებს რუსეთს“ – ვანგას შიშისმომგვრელი წინასწარმეტყველება

ცნობილი წინასწარმეტყველის  ვანგას  წინასწარმეტყველებამ მოულოდნელად ახდენა დაიწყო. ვანგას 2015 წლის შესახებ წინასწარმეტყველება ახალ შინაარსს იძენს. ბულგარელი წინასწარმეტყველის, ვანგას  წინასწარმეტყველება დღემდე მოსვენებას არ აძლევს მისი ბიოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს. ვანგა ჯერ კიდევ 80-იან წლებში საუბრობდა ადამიანთა დიდი რაოდენობის დაღუპვაზე.

„უბედურება დაატყდება ყველა ერს, უბედურება  ყოველი მხრიდან და ეს ყველას შეეხება… ადამიანები ფეხშიშველები და ტანსაცმელშემოძარცვულები  ივლიან, იცხოვრებენ საკვების, სათბობისა და შუქის გარეშე“, – ამბობდა მაშინ წინასწარმეტყველი.

 თუ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სჯეროდათ, რომ ვანგას სიტყვები   მსოფლიო ფინანსურ კრიზისს ეხებოდა, ახლა ფიქრობენ, რომ ის ამჟამად არსებულ დევნილთა ტალღაზე საუბრობდა.

 ვანგა სირიაზე

„როგორც ჩანს, ვანგამ იცოდა ამგვარი სიტუაციის მიზეზი – რომ ეს იქნებოდა ომი, რომლის  პროვოცირებასაც დასავლეთი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მოახერხებდა. ამასთან, როგორც ჩანს, მან იწინასწარმეტყველა „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაც, რომელიც იპყრობს ახალ ტერიტორიებს, ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობებს და ისტორიულ სიწმინდეებს“, – წერს „კომსომოლსკაია პრავდა“.

 „დადგება მძიმე ჟამი. ადამის ძენი რწმენის ნიშნით დაიყოფიან, სირია ნანგრევებად იქცევა გამარჯვებულის ფეხთაქვეშ, გამარჯვებული კი სულ სხვა აღმოჩნდება… ძმა  ძმის წინააღმდეგ აღდგება, დედები შვილებს მიატოვებენ, ყველა მარტო შეეცდება თავის გადარჩენას…“ –  ასეთი წინასწარმეტყველების სტენოგრაფიული ჩანაწერი გააკეთა 1978 წელს ბოიკა ცვეტკოვამ.

 ვანგა  2016 წლის ევროპაზე

რაც შეეხება ევროკავშირის კრიზისს, გვაგონდება ვანგას შემდეგი სიტყვები:  “ის, რაც ერთიანი იყო, პატარ-პატარა ნაჭრებად განიბნევა. ეს რუსეთის სიახლოვეს იქნება“.

ადრე ითვლებოდა, რომ ვანგა ამ სიტყვებში ევროკავშირს გულისხმობდა. გასულ წელს მედიასაშუალებებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, წინასწარმეტყველი უკრაინაზე საუბრობდა, თუმცა ამჟამად ცხადია, რომ მისი  წინასწარმეტყველება გაერთიანებულ ევროპასთან მაინც უფრო ახლოა. გარდა ამისა, ვანგამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ  რადიოაქტიური წვიმის შედეგად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცხოველი და მცენარე აღარ დარჩება. ამის შემდეგ მუსლიმანები ქიმიურ ომს დაიწყებენ იმ ევროპელთა წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ.
ამჟამად ექსპერტები საუბრობენ რეალურ  საფრთხეზე იმასთან დაკავშირებით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა შესაძლოა,  ხელში ჩაიგდონ ბირთვული ტექნოლოგიები და ყუმბარები გააკეთონ.  ამასთან, ვანგას სიტყვებით, 2043 წლისთვის ევროპას მუსლიმანები მართავენ.

ვანგა რუსეთზე

რუსეთისთვის ვანგას წინასწარმეტყველებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია  ჩანაწერი, რომელიც 1979 წელს საბჭოთა მწერალმა,  ვალენტინ სიდოროვმა გააკეთა.
„ყველაფერი დადნება, ვითარცა ყინული, მხოლოდ ერთი დარჩება ხელშეუხებელი – ვლადიმირის დიდება, რუსეთის დიდება. ძალიან დიდი მხვერპლია გაღებული. ვერავინ შეაჩერებს რუსეთს. ის ყველაფერს აღგვის, რაც გზად გადაეღობება და არა მარტო გადარჩება, სამყაროს მფლობელიც გახდება. მას ძალა ღმერთმა უბოძა“, – თქვა ვანგამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები