ექიმები პროსტატის ჯირკვლის მკურნალობას ბაქტერიებით შეძლებენ
ქირურგები აცხადებენ, რომ ბაქტერიების მეშვეობით, პროსტატის ჯირკვლის მკურნალობის ეფექტიან გზას მიაკვლიეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ მეთოდის გამოყენება სიმსივნის ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი. ის ლაზერის მეშვეობით სიმსივნის ამოკვეთას და შემდეგ ზღვის ფსკერზე მცხოვრები ბაქტერიებით მის მკურნალობას ითვალისწინებს.
ეს მეთოდი 413 პაციენტზე იყო შემოწმებული, ნახევარს სიმსივნის ნიშნები გაუქრა. ამის შესახებ გამოცემა “Lancet Oncology” იუწყება.
მკურნალობის ახალი მეთოდი გვერდით მოვლენებს არ იწვევს, ტრადიციული მეთოდები – ქირურგია და რადიოთერაპია ხშირად მამაკაცებში იმპოტენციას იწვევს.
სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზს 46 ათას მამაკაცს უსვამენ. 11 ათასი ამ დაავადებით იღუპება.