გიორგი მღებრიშვილი: არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას

არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას, – აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებებისას გააკეთა.
“მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი რეეგულაცია, არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამომიყენებს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, სტატისტიკა წლის ბოლოს დაითვლება.
”სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არაა. ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის. მე მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ სტატისტიკას. ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ჩემმა მოადგილემ ჩაატარა და კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ და ვმალავთ რამეს. არაფერს არ ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვთ ადამიანებს და როგორც უნდათ, ისე ითვლიან ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები