დავით ნარმანია საკრებულოს ოპოზიციის არგუმენტებს სასაცილოს უწოდებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ამ დრომდე, საკრებულოს ოპოზიციისგან სერიოზული კრიტიკა და შენიშვნა არ მოუსმენია.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, ოპოზიციის არგუმენტაცია სასაცილოა.
„უმცირესობა არც არასდროს უჭერდა მხარს ბიუჯეტის პროექტს და დღეს მათ რომ მხარი დაუჭირონ, მეც გამიკვირდება და ალბათ საზოგადოებასაც, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რატომ არ უჭერენ ისინი მხარს. უბრალოდ, არ უჭერენ და სხვა მეტი არაფერი. მათი არგუმენტაცია ძალიან სასაცილო იყო მთელ რიგ შემთხვევებში და ვაპირებ, რომ მათ სასაცილო არგუმენტაციაზე ვისაუბრო დღეს, გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ, ირონიითაც, ვინაიდან რაიმე სერიოზული, რაციონალური, მისაღები ამ შემოსავლების პირობებში, გასათვალისწინებელი კონკრეტული რამ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწოდებულ შენიშვნებში და წინადადებებში არ ყოფილა“, -განუცხადა ჟურნალისტებს ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები