თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, სამგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან, 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის III მასივის I, VIII, IX და X კვარტლების და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან, 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის და დიდი დიღმის III მ/რ მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები