„საქართველოს უშრეტი რესურსი გააჩნია ტურიზმის განვითარების მხრივ“

ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის “თავისუფლების დაცვის ცენტრის“ გამგეობის ერთ-ერთი წევრი, ბაჩო გოგრიჭიანი საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია.
მისი თქმით, საჭიროა მეტი კოორდინირებული მუშაობა, რათა ამ სფეროში შედეგი მაქსიმალურად კარგი იყოს.
„საქართველოს უშრეტი რესურსი გააჩნია ტურიზმის განვითარების მხრივ . აქ არ არის საუბარი მხოლოდ, მთის და ზღვის კურორტების განვითარებაზე, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს „გასტრონომიული ტურიზმის“ განვითარების მხრივაც, რომელშიც იგულისხმება „კულინარიული ტურიზმი“. მოგეხსენებათ, ქართული სამზარეულო ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ევროპის დაინტერესება რთული არ იქნება. ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა რაც შესაძლებელია მეტი ქვეყნისთვის უნდა მოხდეს, ეს უკანასკნელი საქართველოს ეკონომიკური კუთხით სახარბიელოდ წაადგება.
გარდა ამისა, საჭიროა შესაბამისი პირების დაინტერესება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ არა მხოლოდ ამ სფეროში. ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა მაქსიმალური რესურსის ჩადება და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. მე მჯერა, სწორი გათვლების, მიზნის მიღწევის გზების სწორად დაგეგმვის შემთხვევაში , ტურიზმი საქართველოში განვითარების მაქსიმალურ დონეს მიაღწევს, რადგან ჩვენ ქვეყანას ამის დიდი შესაძლებლობა გააჩნია”, – აღნიშნავს ბაჩო გოგრიჭიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები