არჩილ თალაკვაძე: ინფრასტრუქტურაში მილიარდ ლარზე მეტი ლარის ჩადება სავალუტო რყევებს არ გამოიწვევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირმა ნადირაშვილს უპასუხა და აღნიშნა, რომ 2017 წლის ბიუჯეტი მინისტრების ვალების დაფარვას არ მოხმარდება.
„მინდა ირმა ნადირაშვილს მოკრძალებული პასუხი გავცე: არ ვაპირებთ 2017 წლის ბიუჯეტით მინისტრის ან რომელიმე ჩვენთაგანის ვალების გადახდას. ამასთან, ვერ ვიჯერებ, რომ ამ შეკითხვას სვამს ადამიანი, რომელსაც ერთხელაც კი არ გამოუთქვამს პრეტენზია საჯაროდ, როდესაც თვითონ იყო მმართველი ძალის წარმომადგენელი. ნახეთ, მაშინ არამიზნობრივი ხარჯები – მასაჟები და შოპინგები და ა.შ. ახლა თურმე ლარის სტაბილიზაციის სუბსიდია გამხდარა დიდი სოციალური უსამართლობა“,- განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურაში მილიარდ ლარზე მეტი ლარის ჩადება სავალუტო რყევებს არ გამოიწვევს.
„რაც შეეხება იმ შიშს, თითქოს, რადგან მთავრობამ გადაწყვიტა მილიარდზე მეტი ჩადოს ინფრასტრუქტურაში, ეს გამოიწვევს სერიოზულ სავალუტო რყევებს, არ იქნება ასე, რადგან ჩვენ გვაქვს დასახარჯი დაახლოებით 700 მილიონ ლარზე მეტი, ასევე შემოსავლები დაგეგმილია 700 მილიონ ლარზე მეტი. ამიტომ, ამ თანხებს შორის შედგება ბალანსი 2017 წელს, თანაც თუ ვინმეს ჰგონია, რომ 700 მილიონი ერთ კვირაში დაიხარჯება, ალბათ, წარმოდგენა არ აქვს საბიუჯეტო ოპერაციებზე, შესაბამისად, ესეც არის ხალხის შესაშინებლად მოგონილი ამბავი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები