დიმიტრი ქუმსიშვილი: ბოლო 4 წელიწადში საქართველოს აეროპორტებში 18%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა

აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა, 61%-ით და 2015 წელს 2 260 ათას მგზავრს გადააჭარბა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.

ქუმსიშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ერთ-ერთ პრიორიტეტად თვლის.

მინისიტრის თქმით, მთავრობის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. ”ერთ-ერთ ასეთ პროექტს, რომლის დაფინანსებასაც 2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაა. აღნიშნულის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ქუთაისის აეროპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთნაკადი. ნოემბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 243.918 ათას მგზავრს, რაც 41 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (172.554)”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები