დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარიზაციის პროექტით მთავრობის არც ერთი წევრი არ ისარგებლებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას რაიმე სახის კრედიტი

მინდა ვთქვა, რომ მთავრობის არც ერთი წევრი არ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა რაიმე სახის კრედიტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა ორიენტირებულია, რომ ქვეყანაში უცხოურ ვალის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს. ფინანსთა მინისტრი ლარიზაციის პროექტზე ამახვილებს ყურადღებას.
„არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრინციპული ამოცანაა, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს.
დაწყებულია ლარიზაციის დიდი პროექტი, მათ შორის ერთჯერადი აქცია, რომლითაც მთავრობა ეხმარება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული სესხების მქონე ადამიანებს, რომელთა მოცულობა 100 000 ლარზე ნაკლებია.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენ მოგვიხსნის დამოკიდებულებას სავალუტო რყევებზე. აქვე მინდა განვმარტო, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს წესი, თუ როგორ უნდა განკარგოს 65 მლნ ლარი. რა თქმა უნდა მქონდა პრემიერთან ამაზე კომუნიკაცია. ეს ჩვენთვის შიგნით ისედაც ცხადი იყო. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მთავრობის არც ერთი წევრი არ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა რაიმე სახის კრედიტი. ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალი 100 000 ლარზე მეტია, ისინიც არ ისარგებლებენ აღნიშნული პროექტით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები