ირმა ინაშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ვისაც უნდა იმღეროს, ვისაც უნდა იცეკვოს

ვისაც უნდა იმღეროს, ვისაც უნდა იცეკვოს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკიდან წასვლას.
ინაშვილმა ყოფილ კოლეგას წარმატება უსურვა.
„პოლიტიკაში ახალი ადამიანების შემოსვლის არ უნდა გვეშინოდეს და ეს მენტალიტეტი უნდა გადავტეხოთ. ადამიანს ყველა მტრულად ხვდება, როცა პოლიტიკაში მოდის. ეს ფურთხი, ლანძღვა და შავი პიარი მეც გადავიტანე. ამიტომ, ვისაც უნდა იმღეროს, ვისაც უნდა იცეკვოს”, – განაცხადა ინაშვილმა.
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან მიდის და საოპერო კარიერას უბრუნდება. პარტიის დღეს გამართულ ყრილობაზე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ის უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას განაგრძობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები