„საკვებ პროდუქტებზეც კარგია ფასები რომ იზრდება, იმიტომ რომ ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და არ იქნება სიმსუქნე“

ამ ლოგიკით, საკვებ პროდუქტებზეც კარგია ფასები რომ იზრდება, იმიტომ რომ ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და არ იქნება სიმსუქნე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირების წევრმა გიგი წერეთელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი ნათლად აჩვენებს, რომ შემდეგ წელს მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო დამძიმდება. წერეთელმა სახელისუფლებო გუნდი მწვავედ გააკრიტიკა.
“ის, რაც ამ ბიუჯეტში წერია, გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს უარესად, ვიდრე ცხოვრობდა დღეს. ეს ეხება ლარის კურსს, გადასახადების მატებას, ეს ეხება იმას, რომ პენსიები და სხვა სოციალური გასაცემლები არ იზრდება. ამ პირობებში, ბუნებრივია, მოსახლეობას უფრო მეტად გაუჭირდება. მიუღებელია იმ ტიპის ახსნა საწვავზე გადასახადების მომატების შესახებ, რომ საწვავს ნაკლები ხალხი ჩაასხმამს და უფრო უკეთესი ეკოლოგია გვექნება. ამ ლოგიკით, მაშინ საკვებ პროდუქტებზეც კარგია ფასები რომ იზრდება, იმიტომ რომ ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და ნაკლები პრობლემები ექნებათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ იქნება სიმსუქნე და ა.შ. ეს ხომ ასე არაა?ძალიან კარგად ვიცით, რა მოაქვს ამ ყველაფერს და იმისნაცვლად , რომ რაღაც მოვიკლოთ, არასაჭირო ხარჯები შევამციროთ და ამით დავაბალანსოთ ბიუჯეტი, ისეთ საკითხებსა და გადაწყვეტილებებს ეძებთ, როგორიცაა გადასახადების ზრდა და ა.შ.”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები