ნუკრი ქანთარია: სულმოუთქმელად ელოდება ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, მაგრამ ეს მოლოდინი ამაოა

ლარი, დღევანდელ დღეს, ვიზუალურად რომ ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება.
ქანთარია გაბედულ პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს მთავრობის ეკონომიკურ გეგმას. მისი განცხადებით, აუცილებელი იყო მთავრობის მხრიდან რამდენიმე არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა.
”ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან და არც თუ უხიფათო ეტაპზე ვდგავართ. ლარი, დღევანდელ დღეს, ვიზუალურად რომ ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა. დღესაც ჩანს აქ, როგორ სულმოუთქმელად ელოდება ძალიან ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, რისიც თვითონაც არ სჯერა, მაგრამ ამაოა მოლოდინი მათი მხრიდან.
ხელისუფლებამ გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. ვგულისხმობ, აქციზების დაწესებას და ა.შ. ეს კიდევ დამატებით ფანტაზიებს უღვივებს ოპონენტებს და ჯოჯოხეთისა თუ ჰიჩკოკის ატმოსფეროს მიმართულებით ხატავენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, არის გარკვეული რისკები და ვფიქრობ, აქ გამოსავალი მაქსიმალური კომუნიკაციაა ჩვენი მხრიდან ამომრჩეველთან და ზუსტად ახსნა არა იმის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ აუცილებლად ეკონომიკურ სიკეთეში და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში გადავა, არამედ რამდენ თვეში, როგორ, რა ტენდენციები გამოიკვეთება, რათა მოსახლეობამ, ჩვენმა ამომრჩეველმა თვალი გაუსწოროს ამას და არა აქედან წამოსულ იმ შავ და მუქ ფერებს, ასეთი ნერწყვის ყლაპვით რომ ისმის ზოგჯერ”, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები