საბერძნეთში არქეოლოგიური გათხრებისას ძველი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს
შვედმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა საბერძნეთში არქეოლოგიური გათხრების დროს აქამდე უცნობი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს. მისი ასაკი დაახლოებით 2 500 წელია და ის ათენიდან 300 კილომეტრში მდებარეობს.
გათხრების დროს არქეოლოგებმა ძველი თიხის ჭურჭელი და მონეტები ნახეს, რომლებიც ჩვ. წ. აღ-მდე 500 წლით თარიღდება.
ასევე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში აყვავებული იყო და ვითარდებოდა, მაგრამ შემდეგ მისი მოსახლეობა მოულოდნელად გაიქცა -სავარაუდოდ რომაელების თავდასხმის დროს. მოსახლეობამ ძველი ქალაქი, დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე IV ან III საუკუნეში დატოვა.
ძველი ქალაქის დიდი ნაწილი მეცნიერებმა სპეციალური რადარების შეშვეობით შეისწავლეს. ეს საშუალებას იძლევა შეისწავლო ნანგრევები ისე, რომ ის არ დააზიანო.