არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მაჟორიტარი დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრეს და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თავის მხრივ, რეგიონში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და შემდგომი განვითარება, სოფლის მეურნეობის პროგრამები, მეწარმეობის მხარდაჭერა, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ძალადობასთან ბრძოლა, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები – ეს ის საკითხებია, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა მაჟორიტარებს შეკითხვები დაუსვეს.

შეხვედრაში გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სათემო ლიდერები, ჟურნალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
shexvedra

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები