მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გაკვირვებას იწვევს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება-მონაწილეობა არ მიიღოს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში, გაკვირვებას იწვევს – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა ორი წარმომადგენლით მიეღო მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.
„მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაშინ როდესაც კომისიის ფორმატში მსჯელობის ცენტრი უნდა იყოს პარლამენტში, როგორც მინიმუმ, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღოს ამ კომისიის საქმიანობაში. ამავდროულად პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა, ორი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიეღო ამ კომისიის მუშაობაში, ემსჯელათ სხვადასხვა საკითხებზე და დაეცვათ საქართველოს კონსტიტუცია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები