საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება

საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება. აღნიშნული ცვლილება “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შევა. საპარლამენტო უმრავლესობა “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირებას გეგმავს,
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი მზად არის. მისივე თქმით, ინიციატივა თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან წამოვიდა.
“ეს ინიციატივა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მოდის, რადგან აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონტიტუციასთან ანუ კანონი ადგენს პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვთხოვა ხარვეზის გასწორება. ამ მიზნით შემუშავდა კანონპროექტი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები