ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო კომისიის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს “არაკორექტულს“ უწოდებს.
კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ.
“საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი ითვალისწინებს კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას. ჩვენ დაველოდებით მათ წარდგენას. რაც შეეხება საკონსტიტიციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციის საკითხს, საერთოდ არ მესმის ეს სიტყვა რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან – ლეგიტიმაციის კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები