ირაკლი კობახიძე: არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის გეგმები გავაცანით, რომლითაც მუშაობას ვიწყებთ

“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრაზე ის გეგმები გავაცანით, რომლითაც მუშაობას ვიწყებთ“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებას, ასევე საგარეო პოლიტიკას.
“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მათ ის გეგმები გავაცანით, რომლითაც მუშაობას ვიწყებთ. წარმოდგენილი იყო კონკრეტული ინიციატივები. შევჯერდით შემდგომი თანამშრომლობის გეგმებზე, პერსექტივებზე. მათთან თანამშრომლობა მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ, კერძოდ, კომიტეტის თავმჯდომარეებმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა და თავად პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები და წინადადებები მოისმინეს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები