მიანმარში, ქარვის ნატეხში დინოზავრის კუდი იპოვეს

მიანმარში, ქარვის ნატეხში დინოზავრის კუდი იპოვეს. მეცნიერები ამბობენ, რომ დინოზავრის კუდი დაახლოებით 99 მილიონი წლის არის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აღმოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც ქარვა იუველირმა დაამუშავა მისი რეალიზების მიზნით. მან თავდაპირველად იფიქრა, რომ ქვაში რაღაცა მცენარე იყო. თუმცა კომპიუტერული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს დინოზავრის კუდის ნარჩენია. ის, სავარაუდოდ, ბუმბულით დაფარულ დინოზავრს ეკუთვნის. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ დინოზავრის კუდის ბუმბულმა ზოგიერთ ადგილას თავდაპირველი ფერი შეინარჩუნა. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ დინოზავრი ტეროპედების ქვერიგს ეკუთვნის. ის საკმაოდ მცირე ზომის იყო და მისი სხეული ბუმბულით იყო დაფარული. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დინოზავრი კუდით ნაძვის ფისს მიეწება და დაიღუპა. ცნობისთვის, ქარცა – იგივე ნაძვის ფისია, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში, ნახევრად ძვირფას ქვად გარდაიქმნება.
15424415_10207453556208697_681006133_n
15403268_10207453556168696_1861271479_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები