იაპონიაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ქალების თმებს იპარავდა

იაპონიაში 23 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალებს თმებს აჭრიდა. ადგილობრივი ინსტიტუტის სტუდენტმა ამ გგით თმები 30 ქალს მოაჭრა.
აკია იოშიდა ქალაქ ნაგოაში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან მატარებელში 40 წლის ქალს 35 სანტიმეტრის სიგრძის თმა მოაჭრა.  ქალმა ეს ვერ შეამჩნია, თუმცა ეს შეამჩნიეს რკინიგზის თანამშრომლებმა და პოლიციას შეატყობინეს.
დაკავების შემდეგ იოშიდამ დანაშაული აღიარა. მან განაცხადა, რომ მოჭრილი თმების აუქციონზე გაყიდვას აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები