ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „OAO LUKOIL“-ის დამფუძნებელს შეხვდა

  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია „OAO LUKOIL“-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ვაგიტ ალეკპეროვს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, ხოლო აღიარებული და სანდო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სექტორში, როგორიც ლოგისტიკაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები