მეცნიერები: სმარტფონი ადამიანის ინტიმურ ცხოვრებაზე ნეგატიურად მოქმედებს
სმარტფონები ადამიანების ინტიმურ ცხოვრებაზე ნეგატიურად მოქმედებს. ამის შესახებ ამერიკელმა მეცნიერებმა, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის წარმომადგენლებმა კვლევების შედეგების მიხედვით განაცხადეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ტელეფონები სქესობრივ კონტაქტებზე უარყოფითად მოქმედებს. ასე, მაგალითად, მობილური მოწყობილობების მფლობელთა 70 %-მა განაცხადა, რომ მათ მეორე ნახევარი აღიზიანებს. ისინი იმაში დაადანაშაულეს, რომ მუდმივად ყურადღება ეფანტებათ და სულ ტელეფონში იხედებიან. ასევე კვლევის ზოგიერთი მონაწილე ამბობს, რომ მათი შეყვარებული „ტელეფონში ცხოვრობს“.