თურქეთში „მარმარაის“ სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა

  რამდენიმე დღის წინ თურქეთში „მარმარაის“ სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბაქო – თბილისი- ყარსის რკინიგზა ავრცელებს. „მარმარაის“ გვირაბი არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ევროპას და აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს. ახლა უკვე ევროპასა და აზიას ბოსფორის სრუტის გავლით 13,6 კმ. სიგრძის წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი დააკავშირებს. თურქეთის პრემიერ- მინისტრი ამ პროექტს წარსულისა და მომავლის დაკავშირებას უწოდებს და პარალელს აბრეშუმის გზასთან ავლებს. „მარმარაის“ პროექტის სამომავლო გეგმებში დღეში 1,5 მილიონი ადამიანის გადაყვანა შედის. პროექტის განხორციელების დროს აღმოჩენილია დაახლოებით 40,000-მდე არტეფაქტი. არქეოლოგების განცხადებით, მათ დღემდე მიუწვდომელი მასალები იხილეს, რამაც დაახლოებით 8500 წლის წინანდელ სტამბოლის ისტორიას ახადა ფარდა. სწორედ ამ აღმოჩენების გამო პროექტის მშენებლობა 4 წლით შეყოვნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები