სამხრეთ აფრიკაში შიდსის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის გამოცდა დაიწყო

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შიდსის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის გამოცდა დაიწყო. მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გახდეს, რომელიც ამ ვირუსს დაამარცხებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
HVTN 702-ის ვაქცინის გამოცდაში  5,4 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მათი ასაკი 18-დან 35 წლამდე მერყეობს.  ექსპერიმენტი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი შედეგები 2020 წელს გამოქვეყნდება.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში ამ დაავადებით ყოველდღიურად ათასამდე ადამიანი ინფიცირდება. 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში შიდსით 2 მილიონ 400 ათასი ადამიანი იყო დაავადებული.
1-ელ დეკემბერს მსოფლიოში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გლობალური პრობლემაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები