ავსტრიელი კომპოზიტორის გუსტავ მალერის პარტიტურა Sotheby’s-ის აუქციონზე 5,6 მლნ. დოლარად გაიყიდა
მე-19 საუკუნის ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის, გუსტავ მალერის საავტორო პარტიტურა „კვირა“ „სოტბის“ აუქციონზე მუსიკალური ხელნაწერისთვის რეკორდულ თანხად – 5,6 მლნ. დოლარად გაიყიდა.
პარტიტურა 232 გვერდიანია. მასში მალერის მიერ ხელით შეტანილი შესწორებებია, რომლებიც მან ლურჯი ფანქრით გააკეთა. ეს ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნოტების ხელნაწერია, რომელიც აუქციონზე გაყიდულა.
ამასთანავე „სოტბის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქამდე მალერის არც ერთი პარტიტურა აუქციონზე არ გატანილა და ეს მომავალშიც სავარაუდოდ არ მოხდება.
ცნობისთვის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხრა სიმფონიის პარტიტურა „სოტბის“ აუქციონზე 1987 წელს 3.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.