ემზარ კვიციანი: გიგა ბოკერიას ჩვენი სისხლი მართებს

გიგა ბოკერიას ჩვენი სისხლი მართებს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
კვიციანის თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოდორის ხეობაში ახალგაზრდები ჩახოცეს და მათთვის წმინდა არაფერი არ არსებობს.
„კოდორის ხეობასთან დაკავშირებით ახლებთან მე პრეტენზია არ გამაჩნია. ძველებთან, მაგალითად, გიგა ბოკერიას და სხვებს ჩვენი სისხლი მართებთ. მოგვიკლეს ქალი, დაგვიხოცეს ცემით ორი ახალგაზრდა ბიჭი ციხეში, 15-16 წლის ბიჭები იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და საქართველოს ტერიტორიებს იცავდნენ. ესენი კიდევ ჩვენ გველაპარაკებიან?! ესენი უჟმური ხალხია. მათთვის წმინდა არაფერი არ არსებობს. ეყოთ რაც ავნეს ქვეყანას. ასეთი კატა-თაგვობანაც არ იქნებოდა თუ მათ არ შემოიყვანდნენ პარლამენტში“, – განაცხადა მე-9 მოწვევის პარლამენტის ახალარჩეულმა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები