ავთო ვარსიმაშვილისეული შექსპირის პრემიერა “თავისუფალ თეატრში"
23 -24 იანვარს, 19 სთ-ზე, “თავისუფალი თეატრი” უ. შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “კორიოლანუსი, რიჩარდ III” უჩვენებს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია, რომელმაც ჩაიფიქრა საინტერესო ექსპერიმენტი, რომ მაყურებელს შესთავაზოს სპექტაკლი, სადაც გამოყენებული იქნება ტექსტები უილიამ შექსპირის ორი პიესიდან: “კორიოლანუსი” და “რიჩარდ III”. თუმცა ორივე პიესის მთავარი გმირები ძალაუფლების გზაზე ყველა მორალურ პრინციპს ანადგურებენ, პიესები ერთმანეთისგან მაინც განსხვავდებიან და ეს სპექტაკლიც ზუსტად ამ განსხვავებების სინთეზია. მხატვარი: მირიან შველიძე, ქორეოგრაფი: გია მარღანია, რეჟისორის ასისტენტი: თამუნა კამლაძე. მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, აპოლონ კუბლაშვილი, თათა ლორთქიფანიძე, მარიამ ნადირაძე, ჯაბა კილაძე, კახა მიქიაშვილი, სანდრო მარგალიტაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, თიკო კორძაძე, ანი ალადაშვილი, მარიამ ჯოლოგუა, მამუკა მუმლაძე, გიორგი ჯიქია, კახა გოგიძე, სალომე ჭულუხაძე, დიმა მერაბიშვილი, ლაშა გურგენიძე, შაკო მირიანაშვილი და სხვ. პროექტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ, თავისუფალი თეატრალური პროექტების ფარგლებში, დაფინანსდა.