ცოდვის ისტორია ზვიად კვარაცხელიას რომანში – „ფორმა N100“

 27 იანვარს, 19:00 საათზე “ევროპის სახლში” ზვიად კვარაცხელიას რომანის – „ფორმა N100“ პრეზენტაცია გაიმართება. მწერლის რომანი – „ფორმა N100“ ერთი საერთო ცოდვის ისტორიაა, რომელიც ნაწარმოების რამდენიმე პერსონაჟს აუცხოებს და ამავე დროს ერთმანეთთანაც აკავშირებს.
ცოდვის ისტორია რომანის მთავარი სიუჟეტური ქარგაცაა და ავტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ობიექტიც. ნაწარმოები რიგ შემთხვევაში, დეტექტიური ჟანრის სიმძაფრითაც იკითხება.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კვარაცხელია გამომცემლობა „ინტელექტში“ წამოწყებული პროექტი – „ჩანაწერების“ ერთ-ერთი ინიციატორია, რომლის მიზანიც ქართველ მწერალთა უბის წიგნაკებისა და ყოველდღიური ჩანაწერების გამოცემაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები