გურჯაანის 24-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის 24-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სონღულაშვილი ლიდერობს.

როგორც სონღულაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, ლერი გელენავა აცხადებს, ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი მნიშვნელოვნად ლიდერობს.

“51 საარჩევნო უბნიდან უკვე დათვლილია 36 უბანი და ამ დროის მონაცემებით, სონღულაშვილი 80%-ით ლიდერობს. უკვე დათვლილი უბნების მიხედვით, მას მიღებული აქვს 15 ათასი ხმა”,- განაცხადა ლერი გელენავამ.

ცნობისთვის, დღეს ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი „ქართული ოცნების” კანდიდატს დავით სონღულაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ღვინიაშვილს შორის გააკეთა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები