კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის 2024-2025 სასწავლო წლის დასკვნითი საპროექტო ღონისძიება გაიმართება

26 აპრილს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის 2024-2025 სასწავლო წლის დასკვნითი საპროექტო ღონისძიება. კონსერვატორიის ინფორმაციით, დირიჟორი იქნება – გიორგი ბაბუაძე, (საქართველო / იაპონია)
პროგრამა:
კარლ მარია ფონ ვებერი – უვერტიურა „ობერონი“, J.306;
ფელიქს მენდელსონი – სიმფონია №4 ლა მაჟორი, თხზ.90, „იტალიური“;
რიხარდ ვაგნერი – უვერტიურა „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“, WWV96
ორკესტრის ტუტორები:
ზურაბ გაბუნია – მოწვეული მასწავლებელი;
დიმიტრი ბოქოლიშვილი – ასისტ. პროფესორი;
ლია ნაცვლიშვილი – ორკესტრის მენეჯერი.

ფოტო: კადრი რეპეტიციიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები