ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულია ერთი ადამიანი. ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულნი.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები