გიორგი ჩაკვეტაძე: შსს-ს მხრიდან არის ინიცირებული კანონპროექტის პაკეტი, რომელიც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ისეთ სამართალდარღვევას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო დასჯადი ქმედება – აქ არის მცირე გამკაცრება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არის ინიცირებული კანონპროექტის პაკეტი, რომელიც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ისეთ სამართალდარღვევას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო დასჯადი ქმედება – აქ არის მცირე გამკაცრება. რაც შეეხება მათი მხრიდან კანონის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – ეს შეეხება მანიფესტაციების, ასევე სავიზო რეგულაციის დარღვევას, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ცვლილების მხარდაჭერა”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს მხრიდან ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება. ცვლილებები 18 კანონს შეეხება. კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უცხოელი საქართველოდან იქნება გაძევებული და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით შეეზღუდება. ცვლილებები არალეგალურ მიგრანტებსაც შეეხება. ინიციატივას კანონმდებლები კომიტეტებზე მომდევნო დღეებში განიხილავენ, საბოლოოდ კი, კანონპროექტს კენჭს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უყრიან.