ზელენსკი: ვეთანხმები ტრამპს, უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი ყირიმის შეიარაღებული გზით დასაბრუნებლად

უკრაინას საკმარისი იარაღი არ აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასაბრუნებლად, მაგრამ მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლა შეუძლია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„სიმართლეა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ვეთანხმები მას, რომ დღეს საკმარისი იარაღი არ გვაქვს. საქმე იარაღშია და არა ადამიანებში. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ იმის თქმა, რომ არმია არ გვყავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ასე რომ, ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად “, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებობს სანქციების, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის შესაძლებლობები, „რათა ვილაპარაკოთ ამაზე, განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები, მაგრამ მხოლოდ სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ“.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ დროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთისგან რეალური სიგნალი იქნება იმისა, რომ მზადაა ომის დასასრულებლად.

„ასეთი სიგნალი სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტაა“, – განმარტა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები