მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტის მეთაურობით, იმყოფებიან რომში და დაესწრებიან დაკრძალვის ცერემონიას
საქართველოს ხელისუფლება უერთდება იმ მწუხარებას, რაც დღეს არის კათოლიკურ სამყაროში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რომში „ქრონიკას“ განუცხადა.
„საქართველოს ხელისუფლება უერთდება იმ მწუხარებას, რაც დღეს არის კათოლიკურ სამყაროში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტის მეთაურობით, იმყოფებიან რომში და დაესწრებიან დაკრძალვის ცერემონიას, სადაც მონაწილეობას მიიღებს თანამედროვე მსოფლიოს ლიდერები, სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს საქართველოც არის მათ შორის“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.