ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს
ჩინეთის ქალაქ ტაიანში პარატაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირი „WT – პრეზიდენტის თასი“ გაიმართა. ტურნირზე საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართველი პარასპორტსმენი ანა ჯაფარიძე (-52 კგ) პარატაეკვონდოში ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
„ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ლაშა ტყემალაძეს „WT – პრეზიდენტის თასის“ საუკეთესო მოჩხუბრის ტიტული მიენიჭა.
ქართველი პარასპორტსმენები შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.