ისტორიაში პირველად – საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე 13 მედალი პირველად მოიპოვა; აქედან ორი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოსი.

„ევროპის ჩემპიონობა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) და ავთო მუკბანიანმა (64 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ), რაულ თუთარაული (71 კგ), გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ) და ირაკლი ტალახაძე (64 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ომარ ნიაზაშვილი (79 კგ), ელენე ქებაძე (+80 კგ), მიშიკო ნოზაძე (98 კგ), გიგა სოფრომაძე (58 კგ), ჯაბა თურქია (71 კგ), უშანგი მარგიანი (88 კგ) და გიორგი ჩაგელიშვილი (+98 კგ) დაეუფლნენ.

საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები