ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, წარმატება წინ არის.

„ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინამ შეერთებულ შტატებთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების საბოლოო დოკუმენტებს ხელი [ჯერ] არ მოაწერა. ეს, სულ მცირე, სამი კვირით დაგვიანებულია. იმედია, მას დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები