წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრებს საღორეში ჰყავდათ ჩაკეტილი და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.