17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 17:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 767 907-მა ამომრჩეველმა.
მისივე თქმით, ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა 37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა 51.6% გამოცხადდა.
ასევე, 50 ოლქს შორის, მაღალი აქტივობა არის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 46.7% და ლანჩხუთი/ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 45.7% .
ცესკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 17.7% მივიდა. ასევე, დაბალი აქტივობაა მე-9 ოლქში, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 21.4%-მა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები