ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობით მცხეთა გამოირჩევა, ყველაზე პასიური გორია

15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 25.3 პროცენტია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში, საარჩევნო უბნებზე უკვე მისულია 626 954 ამომრჩეველი.
50 ოლქიდან ყველაზე აქტიური კვლავაც მცხეთაა – 43 პროცენტიანი აქტივობით, სადაც არჩევანი უკვე გააკეთა 19 159-მა ადამიანმა. ასევე აქტიურია ლანჩხუთი/ჩოხატაური – 38.7% ახალციხე/ადიგენი – 37.9 პროცენტი.
ყველაზე პასიურია გორის 41-ე ოლქი, სადაც საარჩევნო უბნებზე 7070 ამომრჩეველია მისული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები