ამ დრომდე ცესკოში 47 საჩივარია შესული

საოლქო კომისიებიდან ცესკოს ინფორმაციით, სულ 47 საჩივარია შესული, რომელიც პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა და მოხდა დროული რეაგირება.
კერძოდ, ისნის მაჟორიტარულ საარჩვენო ოლქის მე-2 უბანზე კიდევ ერთხელ აღიკვეთა ორი დამკვირვებლის მხრიდან ყალბი აკრედიტაციის მოწმობების გამოყენების მცდელობა.
ანა მიქელაძე აცხადებს, რომ ამავე მაჟორიტარულ ოლქში, მსგავსი ფაქტები გამოვლინდა 49-ე და 66-ე უბნებზე.
ცესკოს პრეს სპიკერმა მცხეთაში არსებულ ხარვეზზეც ისაუბრა, მისი ინფორმაციით, მცხეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს ერთი წევრი და გამგებლის მოადგილე ცდილობდნენ დაკვირვებოდნენ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეგიდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები