“სამართლიანი არჩევნები” 15:00 საათისთვის არსებულ საარჩევნო მდგომარეობას აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები“ 15:00 საათისთვის არსებულ საარჩევნო მდგომარეობაზე განცხადებას აკეთებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დრომდე რაიმე სახის სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.
“სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.
ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილია საარჩევნო უბანზე ძალადობის -1,ხმის ფარულობის დარღვევის-3, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის -1, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 1, საარჩევნო დოკუმენტაციით ხმის მიცემის – 1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის-2 და მარკირების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა.
მარნეულის #8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა, შემოიჭრა კენჭისყრის შენობაში და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ესროლა რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული საგნები, მათ შორის, სავარაუდოდ, მარკირების სითხის შემცველი ბოთლი.
ზუგდიდის #9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება უკვე აღენიშნებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს.
ბაღდათის #9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზა.
ზუგდიდის #61 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში “ქართული ოცნების” წარმომადგენელი შეჰყვა.
მარნეულის #57-ე საარჩევნო უბანზე “კავშირი 21-ე საუკუნის” დამკვირვებელი გარკვეული დროის განმავლობაში საარჩევნო კაბინაში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ტელეფონით გადასცემდა.
მარნეულის #63-ე საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია “მომავლის არჩევანის” დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის წევრებმა ვიდეო გადაღების წარმოების შესაძლებლობა არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები