ალი ბაბაევი: მთელი ქვეყნის მასშტაბით აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს არჩევნებში

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.
ალი ბაბაევის ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა რაიონში საკუთარ არჩევანს აქტიურად აფიქსირებენ.
ალი ბაბაევის განცხადებით, შიდა ქართლის და კახეთის მასშტაბით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
“მე ახლა ვიმყოფები კასპის რაიონში აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში და ვაწარმოებ მონიტორინგს.
ხალხს არავინ არაფერს აიძულებს, ყველა მიდის უბნებზე მშვიდად და აკეთებს თავის არჩევანს, პარალელურად მაქვს ინფორმაცია თუ რა ვითარებაა სხვა რეგიონებში. კახეთში, კერძოდ, თელავში, საგარეჯოში, ასევე მცხეთა – თიანეთში არჩევნები სტაბილურად მიმდინარეობს და იმედი მაქვს ასე დასრულდება“, – განაცხადა „კვირასთან“ „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ“ ალი ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები