მარნეულის კომისიის თავმჯდომარე: “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დილიდან პროვოკაციებს აწყობს

მარნეულის 36- ე მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კობა ასანიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მარნეულის საარჩევნო ოლქის მერვე საარჩევნო უბანზე, კომისიის ერთ ერთმა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს სცემა.
როგორც ასანიძემ “კვირას“ განუცხადა, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია მიზანმიმართულად ცდილობს პროვოკაციების მოწყობას და კომისიას მუშაობაში უშლის ხელს.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ ამომრჩეველთან მოუვიდა და არა კომისიის წევრთან.
“არავის არავინ არ უცემია, ეს ქალბატონი არის “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თვითონ აწყობს პროვოკაციებს, ხელს უშლის საუბნო-საარჩევნო კომისიას მუშაობაში. პროვოცირებს დილიდან, რომ როგორმე დაძაბოს სიტუაცია. ამომრჩეველთან მოუვიდა კამათი და არა “ქართული ოცნების“ დამკვირვებელთან“,- განუცხადა “კვირას“ კობა ასანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები