“ქართული ოცნების“ გორის ოფისში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პროვოცირებულად აფასებენ

“ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, გელა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ინციდენტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია.
“ეს ადამიანი მივიდა საარჩევნო უბანზე და აგინა ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენი წევრები მაქსიმალურად მოერიდნენ მას, რადგან კარგად ვიცით თუ რა პროვაკაციებზე არიან წამსვლელები. შემდეგ უკვე მერებაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა იქ შეკრებილ ადამიანებსა და მათ ოჯახებს, რის შემდეგაც მოხდა დაპირისპირება ჩვენს მხარდამჭერსა და მას შორის. თუმცა, ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა. ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო.
რაც შეეხება საკრებულოს წევრს, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არ მონაწილეობდა ამ ინციდენტში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, გელა კაპანაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ალბერტ მერებაშვილი “ქართული ოცნების” წევრებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მომხდარის შესწავლა სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები