მარნეულის №50-ე უბანზე მომხდარ სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

მარნეულის №50-ე უბანზე მომხდარ სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.
ცესკოს მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება, რომლის თანახმადაც კომისიის წევრმა საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს მიუთითა გადაუკეცავი ბიულეტენი გადაეკეცა და ისე მოეთავსებინა კონვერტში.
საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, არ შეუშალონ ხელი კენჭისყრის მიმდინარეობას. ჩვენ, ასევე მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები