გორში ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირება კაბინის გარეთ მოისურვა

გორის მაჟორიტარული ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას საარჩევნო კაბინის გარეთ შეეცადა.
გორის #41 და #42 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებით კანონი არ დარღვეულა.“ამომრჩეველს ჰქონდა სურვილი, რომ საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა კაბინის გარეთ, ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია ის აგიტაციას გარეთ ეწეოდა“, – განაცხადა „კვირასთან“ მალხაზ მირუაშვილმა. გორის შემთხვევაზე კომენტარი გააკეთა ცესკოს პრეს სპიკერმაც.
“გორის მაჟორიტარული ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორის მაგიდასთან ხმის მიცემის განხორციელების მცდელობა ჰქონდა. მას სურდა საკუთრი არჩევანი კაბინის გარეთ დაეფიქსირებინა, თუმცა, აღნიშნულის შესაძლებლობა მას კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა, მიუთითა შესულიყო კაბინაში და საკუთარი ნება იქ გამოეხატა. პრობლემა აღმოფხვრილია და ამასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა”, – განაცხადა ანი მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები