ახალციხეში საარჩევნო პროცესი მუსიკის ფონზე მიმდინარეობს – რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი მე-6 უბანზე

ახალციხეში, ვალეს მე-10 საარჩევნო ბანზე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.
როგორც კომისიის წევრები განმარტავენ, ამ ფორმით ისინი ამომრჩევლებისთვის დადებითი განწყობის შექმნას ცდილობენ. ეს კი დარღვევას არ წარმოადგენს.
მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი ახალციხის მე-6 საარჩევნო უბანზე. ერთ-ერთ ოჯახში გადასატანი ყუთი მიიტანეს და ამომრჩეველს ხმის მიცემა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ურჩიეს.
აღნიშნულ ფაქტს პროტესტი მოჰყვა პოლიტიკური პარტიის წევრებისა და არასამთვრობო ოზრაგნიზაციების წარმომადგენლების მხრიდან.
ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებასსაც და მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი. ამის თაობაზე იმსჯელებს კომისია და მოახდენს რეაგირებას“, – განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები