“ვიმედოვნებთ, უკრაინაში სისხლისღვრა თავიდან იქნება აცილებული“
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდება უკრაინაში მოვლენათა განვითარებას. ელჩი იმედოვნებს, რომ უკრაინაში სისხლისღვრა თავიდან იქნება აცილებული. “ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდება მოვლენათა განვითარებას. ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, როგორ ვითარდება და ვიმედოვნებთ, სისხლისღვრა თავიდან იქნება აცილებული”, – აღნიშნა ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.