“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე და ეს გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიამ”

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე და ეს გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიამ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საკრებულოს ყოფილი წევრი ქეთევან ქოჩორაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ქოჩორაშვილი ნიკა მელიას მის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაში  ადანაშაულებს და წერს, რომ ნიკა მელია, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ახდენდა ზეწოლას, რათა მას  თბილისის საკრებულოს წევრობაზე უარი ეთქვა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე და ეს გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიამ. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ახდენდა ზეწოლას, რომ უარი მეთქვა თბილისის საკრებულოს წევრობაზე და როცა მე არგუმენტირებულად შევეწინააღმდეგე, მითხრა, რომ დამთავრებულია ჩემთან საუბარი“, – წერს ქოჩორაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები